2023 წლის პირველ ნახევარში, „სამხრეთ კავკასიის მილსადენით“ (SCP) 10.98 მლრდ კუბ. მეტრი ბუნებრივი აირის ტრანსპორტირება მოხდა.
BP -ის მონაცემებით, 2023 წლის 6 თვეში SCP-ის მეშვეობით გაზის საშუალო გატარება დღეში 60.7 მილიონი კუბური მეტრს შეადგენდა. 2022 წლის ამავე პერიოდში SCP-ის გაზის საშუალო გატარება 56.9 მილიონი კუბური მეტრი დღეში იყო.
ამავე პერიოდში მილსადენის საოპერაციო დანახარჯი ჯამში დაახლოებით 39 მილიონ აშშ დოლარი იყო. კაპიტალური დანახარჯი კი დაახლოებით 3 მილიონი აშშ დოლარს შეადგენდა.
„სამხრეთ კავკასიის მილსადენის“ აქციონერები არიან: bp (29.99%), SGC (21.02%), LUKOIL (19.99%), TPAO (19.00%) და NICO (10.0%).
შეგახსენებთ, SCP 2006 წელს შევიდა ექსპლუატაციაში და შაჰ-დენიზის გაზს აწვდის აზერბაიჯანს, საქართველოს და თურქეთს. მილსადენის გაფართოების პროექტიდან თურქეთისთვის გაზის კომერციული მიწოდება 2018 წლის ივნისში დაიწყო და ევროპისთვის კი 2020 წლის დეკემბერში.
საქართველოში ოქროს ზოდებით და მონეტებით ვაჭრობის მარეგულირებელი კანონმდებლობა განახლდა. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებით, განმარტებულია საინვესტიციო ოქროს მნიშვნელობა და მითითებულია, რომ ამ…
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტებში რეკორდული იყო როგორც მგზავრთნაკადი, ისე ფრენების რაოდენობა. კერძოდ, იანვარ-ნოემბერში საქართველოს აეროპორტები…
Lorem ipsum dolor sit amet, consectetur adipiscing elit. Ut elit tellus, luctus nec ullamcorper mattis, pulvinar dapibus leo. თურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში…